23 ნოემბერი 2026,   18:51
ვრცლად
გაუქმებული ავიარეისები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებული მუშაობა - ბელგიაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ

ბელგიაში პროფკავშირები მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აპროტესტებენ. გაფიცვის გამო გაუქმებულია ასობით ავიარეისი, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა. პროტესტი პენსიების, ხელფასებისა და შრომითი პირობების ცვლილებებს უკავშირდება.

ბრიუსელის ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა, ქალაქში მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.

"განვაგრძობთ სოციალურ პროტესტს, რომელიც ამ მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ეს ყველაზე ანტი სახალხო მთავრობაა, რომელიც კი ოდესმე გვყოლია. მათი პოლიტიკა განსაკუთრებით ქალებს, პენსიონერებს და ათწლეულების ბრძოლით მოპოვებულ სოციალურ უფლებებს აზარალებს", - აცხადებს საჯარო სექტორის პროფკავშირის წარმომადგენელი კარინ როსტელერი.

დღის ამბები