25 ნოემბერი 2026,   08:17
ვრცლად
"ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში სუროგაცია არის აკრძალული" - ნინო წილოსანი

უახლოეს მომავალში პარლამენტი სუროგაციის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვას დაიწყებს. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში სუროგაცია სრულად აიკრძალება. უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი რისკების თავიდან არიდებაა.

აქცენტი კეთდება საერთაშორისო პრაქტიკაზეც. სუროგაცია მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია და ხშირად სისხლის სამართლის კოდექსით რეგულირდება. სუროგაციის აკრძალვას მხარს უჭერს საპატრიარქოც.

"ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში სუროგაცია არის აკრძალული და როდესაც ამ ქვეყნებს არ სურთ, რომ მათ პირობებში და მათი ქვეყნის მასშტაბით ქალების ექსპლუატაცია ხდებოდეს და ქალების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და ამავდროულად, ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება დიდი სურვილი, რომ ეს საკითხი ჩვენს შემთხვევაშიც იყოს რეგულირებული", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.

 

 

დღის ამბები