პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს მოისმენს. სუს-ის ანგარიშს ჯერ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე გაეცნობიან, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
დოკუმენტს სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე წარადგენს.
მმართველ გუნდში ყურადღებას ამახვილებენ ანგარიშის მნიშვნელობაზე და თვლიან, რომ საზოგადოება პასუხს ყველა კითხვაზე მიიღებს.