რუსთავის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. რუსთავის მომავალი წლის ბიუჯეტი 192 მილიონი ლარით განისაზღვრა. პროექტი საკრებულოს ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარუდგინა. მის დამტკიცებას 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, ოპოზიციური პარტიის ორმა წარმომადგენელმა.
მომავალი წლის პრიორიტეტებს შორისაა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ავარიული კორპუსების რეაბილიტაცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და ახალი ლიფტების მონტაჟი.
ასევე, დაიწყება სპორტული ქალაქისა და "უეფას" სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. დაგეგმილია ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაც.
"ქალაქის მთავარ დოკუმენტში არსებული ყველა პრიორიტეტი ეფუძნება პასუხისმგებლიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ქალაქისა და მოსახლეობის მომავალს განსაზღვრავს. შენარჩუნებულია ზრდის დინამიკა და ბიუჯეტში საწყისი მოცულობა 192 მილიონ 518 ათასი ლარით განისაზღვრა", - აცხადებს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი.