26 ნოემბერი 2026,   12:20
ვრცლად
არავის გაუკეთებია რუსული საქმე ისე, როგორც გააკეთა თავის დროზე და აკეთებს დღესაც "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ლანგრით მიართვა ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი მიწები - გიორგი სოსიაშვილი

"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია, რომ საუბრობენ უნივერსიტეტების და სტუდენტების თანამშრომლობაზე, რაღაცა გაცვლით პროგრამებზე", - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი საუბრობს. 

გიორგი სოსიაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები რადიკალური ოპოზიციის ხელშეწყობასა და მისი "გამოცოცხლების მცდელობას" წარმოადგენს. აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, როდესაც რუსეთის ბაზარზე მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით ცნობილი ქართული ღვინო აკრძალულია, ევროპული ღვინოები კი დაშვებული, ამ ფონზე კი საუბარი მიმდინარეობს უნივერსიტეტებისა და სტუდენტების თანამშრომლობასა და გაცვლით პროგრამებზე.  

"ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც არის თავისი ხარისხით ცნობილი და მისაღებია ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო გაუგებარია, რომ საუბრობენ უნივერსიტეტების და სტუდენტების თანამშრომლობაზე, რაღაცა გაცვლით პროგრამებზე.

მე ვფიქრობ, რომ ეს არი პირდაპირ რადიკალური ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, მათი გამოცოცხლების მცდელობა, იმიტომ რომ არავის არ გაუკეთებია რუსული საქმე ისე, როგორც გააკეთა თავის დროზე და აკეთებს დღესაც ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ლანგრით მიართვა ოკუპანტ სახელმწიფოს ჩვენი ისტორიული მიწები, კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ის განუყოფელი ნაწილი და უამრავი ადამიანი გააუბედურეს და გარდა ამისა, ბაზები განათავსებინეს საქართველოში. ამასაც არ დაჯერდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ უამრავი სახელმწიფო მნიშვნელობის, მნიშვნელოვანი ობიექტი გადასცეს რუსეთის ფედერაციას.

ეს არი რუსული საქმე, ამას ჩვენ გვაბრალებდნენ, ეხლა ყველაფერი დღესავით ნათელია, საბოლოო ჯამში დაინახა საზოგადოებამ, ვინ არის პრორუსული ძალა და ვინ აკეთებდა რუსული ხელისუფლების საქმეს მთელი ამ ხნის განმავლობაში." - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, კითხვებს ბადებს რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის უარგუმენტოდ აკრძალვა, ასევე გაუგებარია ასეთი დონის შეხვედრაზე იგორ გალუჟინის მხრიდან გაჟღერებული შეთავაზება უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის თაობაზე.

ზუარაბშვილის თქმით, მსგავსი თითქოს უვნებელი საკითხები რეალურად მიმართულია "ქართული ოცნების" მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციას.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები