თბილისში, აფრიკის დასახლებაში, კერძო სახლში ხანძარს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, სახლში ცეცხლი აფეთქების შემდეგ გაჩნდა.
კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, შეშის ღუმელთან ბენზინის ბოთლი იდო, რასაც ჯერ აფეთქება, შემდეგ კი ძლიერი ხანძარი მოჰყვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.