ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვო რეკლამის განთავსებისა და არასათანადო რეკლამის გავრცელების წესების დარღვევებზე მონიტორინგს აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში - დამატებით უცხოურ ენაზე, თუმცა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას.
წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული კი 3 000 ლარით ჯარიმდება.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის გარე ვაჭრობის, რეკლამისა და ქალაქის იერსახის მონიტორინგის განყოფილების უფროსის, ზუკა თხილაიშვილის განცხადებით, ქალაქის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და უნებართვოდ განთავსებული ბანერების დემონტაჟი.
„ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ და არასათანადო რეკლამის გავრცელება-განთავსების წესების დარღვევაზე მონიტორინგს აგრძელებს. ამ მიმართულებით ქალაქის ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს მონიტორინგი და უნებართვოდ განთავსებული ბანერების დემონტაჟი. აბრაზე წარწერა სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს შესრულებული, სურვილისამებრ - დამატებით უცხოურ ენაზე, მაგრამ ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენას“, - აცხადებს ზუკა თხილაიშვილი.