27 ნოემბერი 2026,   17:09
ვრცლად
არ მგონია, რომ ქართული ღვინო ისეთი იყოს, რომელიც იმ ხარისხს არ შეესაბამება - კომპანია "ქართული სამეფო ღვინოს დამფუძნებელი

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები რუსეთის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც ქართულ პროდუქცია დაასანქცირა და ქვეყანაში არ უშვებს.

ისინი საუბრობენ რუსული სანქციების უარყოთ მხარეებზე და აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც გლობალურად შემცირებულია ღვინის მოთხოვნა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე გატანა.

კომპანია "ქართული სამეფო ღვინოს" (Georgian Royal Wine — GRW) დამფუძნებელი, რეზო ყარალაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა იყოს.

"ქართული ღვინო მნიშვნელოვანია რუსულ ბაზარზე. ევროპაშიც იყიდება კარგად და მოწონებას იმსახურებს, მაგრამ რუსული ბაზარიც აუცილებელია. მე არ მგონია, რომ ქართული ღვინო ისეთი იყოს, რომელიც იმ ხარისხს არ შეესაბამება," - აცხადებს რეზო ყარალაშვილი.

შეფასება გააკეთა "წინანდლის ძველი მარანის" წარმომადგენელმა, ელდარ მილდიანმა. 

ყველა სანქცირება და შეზღუდვა ცუდია. ზოგადად, ყველა ბაზარი მნიშვნელოვანია. დღეს მთელ მსოფლიოში არის გაყიდვის პრობლემა, შემცირდა მოთხოვნა და აქედან გამომდინარე, რუსული იქნება თუ არა რუსული, ყველა პატარა ბაზარიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის,“ - აცხადებს ელდარ მილდიანი.

ავტორი: ნანა გოგატაძე 

 

დღის ამბები