28 ნოემბერი 2026,   10:38
ვრცლად
გერმანია 2027 წელს თავდაცვის ხარჯებს თითქმის 140 მილიარდ ევრომდე გაზრდის

რეკორდული მაჩვენებელი "ცივი ომის" დასრულების შემდეგ - გერმანიის ბუნდესტაგმა, 2027 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა დაამტკიცა.

მომავალი წლისთვის ამ მიმართულებით 139,4 მილიარდი ევროს გამოყოფაა გათვალისწინებული.

გერმანიის პარლამენტმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი მმართველი კოალიციის - "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა" და "სოციალ-დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლებმა დაუჭირეს, წინააღმდეგ კი ოპოზიციური პარტიები "ალტერნატივა გერმანიისთვის", "მწვანეები" და "მემარცხენეები" გამოვიდნენ.

თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დაახლოებით 140 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას ქვეყნის მოსახლეობის, ბუნდესვერის სამხედროებისა და მოკავშირეების წინაშე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულება უწოდა.

 

დღის ამბები