08 ოქტომბერი 2024,   06:55
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია კიევში რუსეთის საელჩოსთან - მომიტინგეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს

კიევში რუსეთში დაკავებული უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი მიტინგის მონაწილეებმა რუსეთის საელჩოსთან გადაინაცვლეს. მათ ჟურნალისტების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ნადია სავჩენკოს უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს და დიპლომატიური მისიის შენობას კვერცხები დაუშინეს.

მომხდარის გამო კრემლმა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის ნოტა გადასცა. მოსკოვში საპასუხო აქცია მოეწყო.

უკრაინის საელჩოსთან გასულ ღამეს 150-მდე აქტივისტი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა უკრაინის ხელისუფლებას რუსი დიპლომატების თავდასხმებისგან დაცვა მოსთხოვეს, მოგვიანებით კი უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას კვერცხები დაუშინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები