08 ოქტომბერი 2024,   06:50
ვრცლად
"ამ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოდან არაფერს ველით" - "კურიერი" სავჩენკოს ადვოკატს ესაუბრა

უკრაინელი მფრინავის განაჩენის გამოცხადებამდე კურიერი ნადია სავჩენკოს უფლებადამცველს ესაუბრა. მარკ ფეიგენი ამბობს, რომ განაჩენი მკაცრი და გამამტყუნებლი იქნება და პოლიტიზირებულ სასამართლოზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ უკრაინელი პილოტის გაცვლა მოხდეს. 

"ამ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოდან არაფერს ველით და შედეგი პროგნოზირებადია. სავჩენკოს გათავისუფლება მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკების შედეგად არის შესაძლებელი. რაც შეეხება პუტინს, მისი სურვილია სარგებელი ნახოს მოლაპარაკებებისგან, თუმცა, მისი პოზიცია უცვლელია, სავჩენკო მძევალია და მისი გაცვლა საკმაოდ სასარგებლო იქნება რუსეთისთვის. თუმცა, ვფიქრობ, პუტინი მეტს მოითხოვს და არ დაკმაყოფილდება სანაცვლოდ მხოლოდ რუსი სამხედროების მიღებით," - აცხადებს მარკ ფეიგინი.

თავად სავჩენკო შეწყალებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას - ადვოკატის თქმით, შიმშილობის გამო მას მცირე პრობლემები აქვს, თუმცა საერთო ჯამში თავს კარგად გრძნობს.

ფეიგენი არ აკონკრეტებს რამდენად არის შესაძლებელი მოხდეს სავჩენკოს გაცვლა უკრაინაში დაკავებულ რუს სამხედროებზე და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებების საკითხია.

დღის ამბები