08 ოქტომბერი 2024,   06:52
ვრცლად
სანამ სტოლტენბერგი რუსულ საფრთხეს ებრძვის, ცხვირწინ ხალხს უფეთქებენ - ალექსეი პუშკოვი

ბრიუსელის ტერაქტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს სკანდალი მოჰყვა რუსეთში. სათათბიროს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა, ტვიტერის ქსელში მისამძიმრების ნაცვლად ნატო-ს გენერალური მდივანი გააკრიტიკა.

"სანამ სტოლტენბერგი რუსულ საფრთხეს ებრძვის და ლატვიაში ჯარები შეჰყავს, ცხვირწინ ხალხს უფეთქებენ," - ამ შინაარსის კომენტარი დატოვა მან ტვიტერში.

რუსეთის პრეზიდენტის პრემდივანმა კი დეპუტატის ასეთ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ბრიუსელის ტერაქტებს დღეს გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტმა ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა და აფეთქებებს "ბარბაროსული აქტი" უწოდა.

დღის ამბები