08 ოქტომბერი 2024,   06:58
ვრცლად
ევროპელი ლიდერები ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახალი რეგულაციების შემოღებაზე საუბრობენ

ბრიუსელის ტერაქტის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებისთვის ახალი რეგულაციების დაუყოვნებლივ შემოღებისკენ მოუწოდებენ ევროპარლამენტს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და საფრანგეთის პრემიერი.

რეგულაციები მგზავრების მონაცემთა ბაზების შექმნას გულისხმობს. იუნკერის განმარტებით, მონაცემებს ცალკეულ ქვეყნებში სამართალდამცველი ორგანოები უკვე ფლობენ, თუმცა, ევროკავშირის მასშტაბით არ ხდება მათი სისტემური შეგროვება, რაც მსგავსი თავდასხმების რისკს ზრდის.

საფრანგეთის პრემიერმა კი ბრიუსელში განაცხადა, რომ ევროპა ამჟამად ომის პირობებში იმყოფება, რომელიც მის წინააღმდეგ ტერორისტებმა გამოაცხადეს.

დღის ამბები