08 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
პანამის დოკუმენტების პირველი შედეგი - ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი, სიგმუნდურ გუნლეიგსონი, გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.   

პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გადადგა, რაც მან პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვა სთხოვა და უარი მიიღო.   

ამ მოთხოვნით პრემიერმა პრეზიდენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ე.წ. პანამის დოკუმენტების გამოქვეყნების გამო, სადაც საუბარია იმაზე, რომ ის ოფშორული კომპანიების მფლობელია,   ისლანდიის პარლამენტთან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი აქცია გაიმართა, ოპოზიცია კი პრემიერს უნდობლობის ვოტუმით დაემუქრა. 

პანამის დოკუმენტების თანახმად, ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა 2007 წელს ოფშორული კომპანია შეიძინა, რომლის აქციების 50% მოგვიანებით საკუთარ მეუღლეს 1 აშშ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნულმა კომპანიამ კი ისლანდიის ბანკებში მილიონობით დოლარის ინვესტირება მოახდინა.  

დღის ამბები