08 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ნიდერლანდების მოსახლეობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ

ჰოლანდიაში უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს ამერიკის შეერთებული შტატები ეხმაურება. სახელმწიფო დეპარტამენტში ნიდერლანდების მოსახლეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, რომლის მიხედვითაც, უმრავლესობა უკრაინის ევროპასთან ასოცირებას მხარს არ უჭერს.

მარკ ტონერის თქმით, ჯერ კიდევ უცნობია, რა გავლენას მოახდენს გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირთან დაახლოვებაზე.

რეფერენდუმის შედეგებს გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის ევროინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებენ.

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული ინსტიტუტები არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მოძებნიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები