08 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
ნატოს ყოფილი გენმდივანი პოროშენკოს მრჩეველი გახდა

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, თავის შტატგარეშე მრჩევლად ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი, დანიშნა, რომელიც ამ პოსტს 2014 წლის აგვისტომდე იკავებდა.

შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება მოსკოვში. რუსი დეპუტატები ამ ნაბიჯს მტრულ ჟესტად აღიქვამენ და აცხადებენ, რომ ასეთ გადაწყვეტილებების დიდი შვიდეულის ლიდერები უბიძგებენ, რომლებსაც სურთ, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ პლაცდარმად გამოიყენონ.  

დღის ამბები