16 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო ვადა დაამტკიცა

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე დამატებით 18 დღიანი საგამოძიებო ვადა დაამტკიცა.

მიუხედავად იმისა, რომ წევრი ქვეყნების ნაწილს ვადის 1 წლით გაგრძელება სურდა, საბოლოოდ, მხოლოდ გამოძიების 18 დღიან გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ეს კი დამატებითი დროა, რომლის განმავლობაშიც გამოძიებამ უნდა დაამტკიცოს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი. გამოძიების გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდა რუსეთი.

უახლოეს ხანებში უშიშროების საბჭო ასევე გეგმავს რეზოლუციის პროექტზე მუშაობის დაწყებას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე დამნაშავეების პასუხისგებას გულისხმობს.

დღის ამბები