11 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი - ეს აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობს ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი სხვა პარტიები არიან-ყველანი ერთად ქვეყანას ჰპირდებიან დიდ ქაოსს, ომს და ქვეყნის განადგურებას

 

„ორი წუთით მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს აგენტურა, სააკაშვილის მოკავშირე ხაზარაძე და მოღალატე გახარიას პარტიებით ცდილობენ ჩვენი ხალხის მოტყუებას, თითქოს ისინი არიან სხვა პარტიები და ხალხს მოუწოდებენ თუ ძველი და ახალი ნაციონალების დაბრუნება არ უნდათ ან „ოცნება“ არ მოსწონთ, ხმა მისცენ თაღლით ხაზარაძეს და მოღალატე გახარიას, ამ დროს ჩვენ კარგად ვიცით, შეხედეთ მათ სახეებს, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს აგენტურა ყველა ერთმანეთში არის აღრეული“- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლის დროს.

პარტიის თავმჯდომარემ თავის სიტყვაში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ოპოზიციურ პარტიებზე, რომელსაც ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე თუ გიორგი გახარია წარმოადგენენ.

"ვინ არის პარტია „ახალი“ - თქვენ კარგად მოგეხსენებათ ნიკა გვარამია, რომელიც სააკაშვილის სისხლიანი პროკურორი იყო და ათასობით ჩვენი მოქალაქე გაამწარა და გააუბედურა, მისი პარტნიორი ნიკა მელია სააკაშვილის ასევე მსახური, ნაციონალების კოალიციურ მთავრობაში შესვლას ადასტურებს უკვე თავის ხელმოწერით კაცი, რომელმაც ჯერ საკუთარ ქვეყანას უღალატა და უღალატა საკუთარ გუნდს, გახარიას ვგულისხმობ, რომელმაც ყველაზე მწვავე კრიზისის დროს გახსოვთ თქვენ, მიატოვა ქვეყანა და მიატოვა გუნდი, და შემდეგ პატრონების დავალებით შექმნა პარტია და ახლა უკვე მე ვიტყოდი პირდაპირ სტაჟიანი აგენტის სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, რომ შევიდეს სისხლიანი, ამ აგენტურის კოალიციაში. ასევე, მინდა გავახსენო საზოგადოებას ხაზარაძე, რომელსაც ყველა კარგად იცნობს, რომელიც ცდილობს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანოს შეცდომაში. ხაზარაძემ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს წაართვა სახლები, გახსოვთ. ხალხს, პირდაპირ უნდა ვთქვა, ახრჩობდა მაღალი პროცენტებით და პირდაპირი მნიშვნელობით მოროდიორობდა სააკაშვილის მმართველობის დროს. იგი თავად იფორმებდა წართმეულ ბიზნესებს და ქონებებს, სახლ-კარს. ასევე შეგახსენებთ, ვინაიდან ამ ულამაზეს კუთხეში ვიმყოფებით, სამეგრელოში, სწორედ ხაზარაძემ ვერ ააშენა ანაკლიის პორტი და ჩვენი მთავრობა 4 წელი ელოდა მას, მაგრამ უშედეგოდ... და ამის შემდეგ წავიდა და სახელმწიფოს, საკუთარ ქვეყანას უჩივლა საერთაშორისო სასამართლოში და ჩვენი ბიუჯეტიდან, თქვენი ბიუჯეტიდან ითხოვდა მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს, რომელიც რა თქმა უნდა საბოლოოდ სამართლიანად წააგო. ახლა ისიც, თავისი კოლეგა გახარიას მსგავსად ცდილობს ბარიერის გადალახვას, რათა შემდეგ ისევ, როგორც ვთქვი, ნაციონალების ანუ აგენტურის კოალიციაში გაწევრიანდეს, რომლებიც ყველანი ერთად მეგობრებო ქვეყანას ჰპირდებიან დიდ ქაოსს, ომს, უბედურებას, ხალხის და ქვეყნის ნგრევას და განადგურებას“-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები