21 დეკემბერი 2024,   16:02
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზივი - "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება

უკანონო ოპერაციები, საეჭვო ტრანზაქციები პირად ანგარიშებზე და გაურკვეველი წარმომავლობის ნაღდი ფული, მათ შორის 8 მილიონ 500 ათასი დოლარი "ქეშად", საიდანაც 2 მილიონი სხვადასხვა ვალუტით უცხოეთშია გადარიცხული. "კურიერს" ხელში ჩაუვარდა "მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი, რომელიც ტელევიზიის შავ სალაროს ეხება. სამი დოკუმენტი, სამივე ეროვნული ბანკისა და "თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი.

2019 -2024 წლები გიორგი ქურდაძე იმ სქემას აღწერს, რომლითაც ტელევიზიაში მილიონები სამი დირექტორის ხელმოწერის გვერდის ავლით მოძრაობს და რის გამო ზარალდება სახელმწიფო ბიუჯეტო და თავად "მთავარი არხი".

წერილებში ფიგურირებს გვარები: კობა ნაყოფია, ირაკლი ნიჟარაძე და თეა გვარამია. ერთი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატია - ნაღდი ფულით მილიონების შემომტანი, მეორე "მთავარი არხის" ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მესამე კი, ამავე არხის ექსკლუზიური პარტნიორი სარეკლამო სააგენტოს "ნიუ სეილსის"დირექტორი.

ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამია.

საეჭვო სქემა, თავად "მთავარი არხის" ერთ-ერთმა დირექტორმა გიორგი ქურდაძემ გაშიფრა, რომელიც თავის მხრივ ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელია. არხის დირექტორი წერს, რომ საეჭვო გადარიცხვები დღესაც გრძელდება.

ეროვნულ ბანკში შეტანილი ბოლო საჩივარი 11 ოქტომბრით თარიღდება. დოკუმენტს რომელიც "კურიერს" ექსკლუზიურად მიაწოდეს, წერია რომ მას თან ახლავს 11 დანართი" - სულ 382 ფურცელი.

დღის ამბები