21 დეკემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა "ქართულ ოცნებასა" და მეორე მხარეს მდგარ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია" - ბიძინა ივანიშვილი

"დღეს იმდენად მკაფიო განსხვავებაა "ქართულ ოცნებასა" და მეორე მხარეს მდგარ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" შორის, რომ საზოგადოებისთვის არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდში, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ბიძინა ივანიშვილის თქმით, "შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ."

"ჩვენს გუნდს აქვს გამოცდილება, უნარი და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უზრუნველყოს. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ მიერ დაწყებული ევროპული გზა ქართველ ხალხთან ერთად, ლოგიკურად დავასრულოთ და ღირსების შენარჩუნებით გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამის საპასუხოდ, გარე ძალების აგენტურას კვლავ ომი, ქაოსი და სიღარიბე სურს, რასაც გზა ქვეყნის განადგურებამდე მიჰყავს.

შიდა და გარე მტრებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საქართველო დასაღუპად გაიმეტონ. მათ დღემდე ვერ გაუგიათ, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას როგორც არ უნდა ეცადონ, არ არსებობს ორი საქართველო! საქართველო მხოლოდ ერთია, რომლის მოსახლეობასაც მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით, საკუთარი ღირებულებების შენარჩუნებით სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი! სწორედ ეს მარწმუნებს, რომ 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გავერთიანდებით, გავიმარჯვებთ და ქვეყანას სამშვიდობოს გავიყვანთ!" - განაცხადა ივანიშვილმა. 

დღის ამბები