16 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
პაკისტანის დედაქალაქში პოლიციამ ანტი სამთავრობო აქცია დაშალა

პაკისტანის დედაქალაქში პოლიციამ ანტი სამთავრობო აქცია ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. ისინი ოპოზიციის ლიდერს იმრან ხანს უჭერენ მხარს.

სამართალდამცველებს მთელი დღის განმავლობაში ბლოკირებული ჰქონდათ ისლამაბადის მახლობლად გზები.

ხანი, რომელიც კრიკეტის ყოფილი პროფესიონალი მოთამაშეა, პრეზიდენტ შარიფის ყველაზე აქტიური ოპონენტია და აქციების შეწყვეტას მის გადადგომამდე არ აპირებს.

დღის ამბები