16 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ძლიერი ხანძარი კალიფორნიის შტატში

რამდენიმე საათის განმავლობაში ებრძოდნენ მეხანძრეები ცეცხლს შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში.

შეტყობინება ოკლენდის სახანძრო დეპარტამენტში გამთენიისას შევიდა. გავრცელებული ინფორმაციით, არ არიან დაშავებულები, რადგან შენობა ჯერ არ იყო დასრულებული, თუმცა ნაგებობა მთლიანადაა დამწვარი.

უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები