16 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ერაყის პრემიერმინისტრი ისლამურ "სახელმწიფოს იარაღის" დაყრისკენ მოუწოდებს

ერაყის პრემიერმინისტრი ისლამურ სახელმწიფოს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. ჰაიდერ ალ აბადიმ სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ არმია მოსულიდან 1 კილომეტრშია და ქალაქზე შეტევისთვის ემზადება.

"ISIS-ის არჩევანი არ აქვს, ან დანებდებიან ან მოკვდებიან"- აცხადებს ერაყის პრემიერი.

ისლამურმა სახელმწიფომ მოსულის შემოგარენში კიდევ 9 სოფელი მიატოვა. დასახლებებზე კონტროლი შიიტმა მებრძოლებმა აიღეს, რომლებიც ირანის მხარდაჭერით, ერაყის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობენ.

ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. გაეროს მონაცემებით, 2 კვირის განმავლობაში 18 ათასამდე ადგილობრივმა ISIS-ს ტყვეობას დააღწია თავი.

დღის ამბები