16 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ჩინეთის მაღაროში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა 

მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ჩინეთის მაღაროში. უბედური შემთხვევა სამხრეთ პროვინციაში მდებარე ნახშირ მომპოვებელ მაღაროში მოხდა.

აფეთქების დროს მიწისქვეშ 35 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ორმა საკუთარი ძალებით შეძლო თავის დაღწევა.

გადარჩენილების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა მოჰყვა, რის შედეგადაც მათი 15 კოლეგა დაიღუპა. 18 მაღაროელი კი დაკარგულად მიიჩნევა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, გამოძიების ფარგლებში რეგიონში არსებულ ყველა მაღაროში სამუშაოები შეწყდა.

დღის ამბები