16 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
ჯონ კერიმ საერთაშორისო ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ორი ჯილდო მიიღო

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის ორი ჯილდო მიიღო. ჩეტემ ჰაუსის პრესტიჟული პრემია მას ლონდონში გადასცეს.

ჯონ კერისთან ერთად, პრემიის ლაურეატი გახდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც, თუმცა დაჯილდოების ცერემონიაზე ის არ იმყოფებოდა.

ჯილდო სახელმწიფო მდივანს ყოფილმა კოლეგამ ფილიპ ჰემონდმა გადასცა, რომელიც ასევე ჩართული იყო ირანთან ისტორიულ მოლაპარაკებებში.

ჩეტემ ჰაუსის გარდა, ჯონ კერი დიპლომატიის ხელშეწყობისთვის საპატიო მედლით ბენჯამინ ფრანკლინის სახლმუზეუმშიც დააჯილდოვეს.

დღის ამბები