16 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ერაყის არმია მოსულში შევიდა

ერაყის არმია მოსულში შევიდა. ინფორმაციას BBC-ს კორესპონდენტი ავრცელებს, რომელიც ქალაქში სამთავრობო ძალებთან ერთად შევიდა.

ჟურნალისტის განცხადებით, ამ წუთებში მოსულის ჩრდილოეთ რაიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, რადგან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრები არმიას სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ.

ცოტა ხნით ადრე, ერაყის პრემიერმა ISIS-ს ტელეეთერით მიმართა და იარაღის დაყრა ურჩია. მისი თქმით, ტერორისტებს სხვა არჩევანი არ აქვთ და უნდა დანებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიკვდილი ელით.

მოსულის გათავისუფლების სამხედრო ოპერაცია საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის არმიამ 17 ოქტომბერს დაიწყო. ოპერაციაში ასევე ქურთი და შიიტი მებრძოლები მონაწილეობენ.

დღის ამბები