16 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
შეტაკებები სირიის ქალაქ ალეპოში - გარდაცვლილია 70-ზე მეტი ადამიანი

ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს სირიის ქალაქ ალეპოში. ამბოხებულებმა იერიში მიიტანეს ქალაქის დასავლეთით მდებარე გარეუბანზე ალ ასადზე და დაიკავეს.

სამთავრობო ძალების ავიაცია კი ალ რაშდინის დასახლებას ბომბავს. გავრცელებული ცნობით, შეტაკებების შედეგად 70 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ალეპოზე კონტრშეტევას ორი ოპოზიციური დაჯგუფება და ჯიჰადისტები აწარმოებენ.

ისინი სამთავრობო ძალების ალყის გარღვევას და ქალაქის იმ რაიონების დაკავებას ცდილობენ, რომლებსაც სირიის არმია აკონტროლებს.

დღის ამბები