აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ რუსთავი 2-ის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმღვანელი ეკა ბესელია აფასებს. ბესელია ფიქრობს, რომ ეს არ იყო თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება.
"ეს არ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ეს იყო დასმულ კითხვაზე პასუხი. თავისი შინაარსით ზუსტად ეხმიანება ზოგად პრინციპებს, რაც გვინდა ჩვენს რომ იყოს დაცული, მათ შორის მედიის და სასამართლოს თავისუფლება. აქ არავის განსხვავებული პოზიცია არ აქვს. ეს არის დავა, რომელიც სასამართლოს არეალში არის გადატანილი. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას,"- განაცხადა ბესელიამ.