19 ნოემბერი 2024,   08:14
ვრცლად
მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთავი 2-ის საქმეზე კომენტარი გააკეთა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევაა მედიის თავისუფლება.

„მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც საქართველოში, პრაქტიკულად, 2012 წლის შემდეგ დამყარდა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიღწევა, რომელსაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. როგორც არ უნდა განვითარდეს კონკრეტული პროცესები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი იყოს უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი: ნათია გოგსაძე. 

დღის ამბები