19 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"დაფიქრდით ამ საკითხზე და ხელი აიღეთ "რუსთავი 2"-ის დევნისგან“ - ოთარ კახიძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთერთი მთავარი განსახილველი საკითხი რუსთავი 2-ის თემაც იყო. სამაუწყებლო კომპანიის შესახებ განცხადება გააკეთა უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ.

როგორც ის აცხადებს, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ზეწოლა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. ოთარ კახიძემ ასევე ხელისუფლების წამრმომადგენლბს ის განცხადებები შეახსენა, რომელთაც საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ რუსთავი 2-ის შესახებ.

„მთავარი საკითხი შეშფოთების, რაც აწუხებთ ჩვენს პარტნიორებს ნატოში, ეს არის რუსთავი 2-ის საკითხი, ეს არის მედიაპლურალიზმის თემა და იგივე საკითხი დადგა შემდგომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზეც. ჩემო კოლეგებო, თქვენ მიერ დამტკიცებული მთავრობის მეთაური, ბატონი კვირიკაშვილი იმყოფებოდა ამ დარბაზში და მან თქვა, რომ არ იცნობს თურმე ამ საქმეს. დაინტერესდით, იქნებ ახლა მაინც გაეცნო ამ საქმეს, როდესაც უმაღლესი წარმომადგენლები, უმაღლესი თანამდებობის პირები საერთაშორისო პარტნიორების, ღიად აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან რუსთავი 2-ის საქმით. გადაწყევტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ერთმევა კანონიერ მფლობელს, და ორმა ინსტანციამ გამოიტანა ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ წერს, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არის მიუღებელი ხელისუფლებისთვის. ეს თავდაყირა აყენებს მთლიანად ქვეყანაში სამოქალაქო ბრუნვას. დაფიქრდით ამ საკითხზე და ხელი აიღეთ რუსთავი 2-ის დევნისგან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძის ამ განცხადებას უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიის დამოუკიდებლობით საქართველო წინ უსწრებს ძალიან ბევრ პროგრესულ სახელმწიფოს.

„დღეს საქართველოში მედია პლურალიზმი და მედიის დამოუკიდებლობა სწორედ რომ გარანტირებულია,“ - განაცხადა ხულორდავამ.

დღის ამბები