19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილება გააჩნია - პრემიერი "რუსთავი 2"-ზე საუბრობს

პრემიერმინისტრი მედიას მოსახლეობისთვის ნუგეშის მიცემისკენ მოუწოდებს. არსებულ მედიაგარემოზე და კონკრეტულად რუსთავი 2-სა და ახალ მედია ჰოლდინგზე გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით ისაუბრა.

„სახელმწიფო არ ერევა სასამართლო პროცესში, მიმდინარეობს ქონებრივი დავა, რომელსაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური განზომილება გააჩნია. ჩვენი ვალია, რომ არ ჩავერიოთ სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენ არ ვერევით სარედაქციო პოლიტიკაში და არ ვაპირებთ ჩარევას.

"მე არ ვიცი, როდის ახსოვს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ აქ ზარი ყოფილიყოს პრემიერის ადმინისტრაციიდან ან სხვა ადგილიდან და ეკარნახოთ ესა თუ ის სიუჟეტი. მე მინდა, როგორც ერთმა ადამიანმა, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვთხოვო ყველა ჟურნალისტს ადამიანურად, არა მთავრობისთვის ქულების დაწერა, მე არ მჭირდება არანაირი დითირამბების მღერა ტელეეკრანიდან, პირიქით, რომც იყოს, ძალიან გამაღიზიანებდა, მაგრამ ცოტა მეტ ნუგეშს თუ მივცემთ ადამიანებს ხვალინდელი დღისთვის, ეს ოპტიმიზმი ძალიან მნიშვნელოვანია,"- განაცხადა კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები