19 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
"ეს არის გუნდი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს" - ევროკავშირის ელჩი "რუსთავი 2"-ში იმყოფებოდა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, იანოშ ჰერმანი რუსთავი 2-ში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით იმყოფებოდა. ევროპელმა დიპლომატმა შენობა და სატელევიზიო სტუდიები დაათვალიერა, ასევე იანოშ ჰერმანი სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს შეხვდა.

ევროკავშირის ელჩმა ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის და პლურალიზმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ტელევიზია ეს არის ის ხალხი, რომლებიც აქ მუშაობენ. ეს არის გუნდი, რომელსაც ჩვენი გადმოსახედიდან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვაფასებ არა მხოლოდ პროფესიონალიზმს, არამედ გუნდის ხარისხს, ვამაყობთ, რომ ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს ორი გზავნილი, ეს არის თანამშრომლობა და პრინციპები. ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრინციპია სასამართლოს დამოუკიდებლობა, ვმუშაობთ საქართველოსთან ბევრს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა გაძლიერდეს და გაგრძელდეს სასამართლო რეფორმა, გვაქვს საკუთარი მოსაზრებები, მაგრამ მათ ჩვენი პრინციპების გათვალისწინებით ვუყურებთ, რომელსაც ვიზიარებთ საქართველოსთან ერთად, მედიის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა არის ამ ყველაფრის ნაწილი,“- განაცხადა ჰერმანმა. 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე. 

დღის ამბები