19 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
მოსამართლეების საქმეზე დაწყებული გამოძიება - ნიკა გვარამია 12 საათზე ბრიფინგს გამართავს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის შესაძლო ზეწოლის საქმეზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

პროკურატურამ ამ საქმის გამოძება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. ტელეკომპანიის იურისტის შეფასებით, საეჭვოა, რატომ არ განაცხადა პროკურატურამ აქამდე გამოძიების დაწყების თაობაზე.

თამთა მურადაშვილის განმარტებით, ბესარიონ ალავიძე და პაატა ქათამაძე იმ კოლეგიის წევრები არიან, რომლებიც განიხილავდნენ რუსთავი 2-ის საქმეს და რომლებმაც ის განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცეს.

ტელეკომპანიის იურისტის თქმით, ამ ფაქტმა თავიდანვე გააჩინა ეჭვი, რომ მათზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა ტელეკომპანიის საწინააღმდეგოდ გამოეტანათ გადაწყვეტილება.

„ჩვენს სამართალწარმოებაში ჩვენს საქმესთან დაკავშირებით არის დიდი კითხვის ნიშნები და არის უკანონო ჩარევა მთავრობის მხრიდან. შესაბამისად, უნდა გამოიკვეთოს ყველა ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც წარმოებს ჩვენს საწინააღმდეგოდ,“ - აცხადებს თამთა მურადაშვილი. 

დღის ამბები