19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
"ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლა, ჩვენთვის ეს ნათელია" - თამთა მურადაშვილი

"ის, რომ ხელისუფლების მხრიდან ხდება ზეწოლა, ჩვენთვის ეს ნათელია და ამის მკაფიო ნიშნები არის, რომ ყოფილიყო პირიქით, ამის შესახებ პროკურატურა არ დაელოდებოდა ნახევარ თვეში და ყოველდღიურ რეჟიმში იქნებოდა ინფორმაცია ამის თაობაზე, არც სხვა პოლიტიკოსები მოერიდებოდნენ განცხადებებს,"- ეს განცხდება რუსთავი 2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ გააკეთა. 

"ის, რომ ამდენი ხანი საქმე ასე ჩუმად მიმდინარეობს, ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ, როგორც ჩანს, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და ძალიან მძიმე ზეწოლა ხორციელდებოდა მოსამართლეებზე, რომ მათ არ მიეღოთ რუსთავი 2-ის სასარგებლოდ გადაწყვეტილება,“- განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტების თქმით, მოსამართლეების განცხადების შინაარსი ხელისუფლებისთვის არასასურველია.

„ერთადერთი მიზეზი, რის გამოც პროკურატურას შეეძლო დაემალა ეს ინფორმაცია არის ის, რომ განცხადების შინაარსი არის ხელისუფლებისთვის არასასურველი,“ - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. 

ავტორი:- ნათია ტრაპაიძე. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები