19 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ჯაბა სამუშია "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემას ეხმაურება

დედაქალაქის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ძმისთვის სტიქიის ზონაში მდებარე ნაკვეთზე კომპენსაციის სახით მილიონი ლარის გაცემის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი უკვე წელიწადნახევარია მუშავდება.

წელიწადნახევარია, მუშავდება პროექტი, რომელი პროექტის მიხედვითაც უნდა მოხდეს მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების საპროექტო სამუშაოები. ამ პროექტში, პირდაპირ არის მითითებული, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის საუბარი, ათას 600 კვ. მეტრიდან, ათას 100 კვ. მეტრი უნდა მოიკვეთოს. ეს თბილისის მერიის მიერ არის შემუშავებული,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

ამავე საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა დედაქალაქის ვიცე-მერმა, რომელმაც განმარტა, რომ კომპენსაციის გაცემის ერთ-ერთი მოტივი საინვესტიციო ინტერესია. 

დღის ამბები