19 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის" - გიორგი მარგველაშვილი

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ტელეკომპანია იბერიას ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის საქმე განსაზღვრავს, როგორი იქნება ქვეყნის დემოკრატიულობის მაჩვენებელი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ყველა საერთშორისო ოფიციალურ შეხვედრაზე ხაზგასმული იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცსები და საბოლოო შედეგი.

"ეს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პროცესია. ანუ, რუსთავი 2-ის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, არა მარტო ქვეყნის შიგნიდან გამომდინარე გესაუბრებით, არამედ იმ ათეულობით კომენტარის, შენიშვნის, წინადადებიდან გამომდინარე, რომელიც მე ფაქტიურად ყველა ჩემი საერთაშორისო ვიზიტის დროს მესმის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. ფაქტიურად არ ყოფილა შეხვედრა, სადაც არ ეთქვათ, რომ ჩვენი დემოკრატიულობის ერთერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება, როგორ გადაწყდება საკითხი რუსთავი 2-ის ირგვლივ," - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. 

დღის ამბები