ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრი, ირაკლი აბესაძე პროკურატურას ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული 1 მილიონი ლარის ფაქტზე სასწრაფო რეაგირებას თხოვს.
მისი გაცხადებით, უწყებას კონრეტულ საკითხზე მოუწევს გაოძიების ჩატარება, მათ შორის ნაზღაიძის ოჯახსა და საქართველოს ბანკს შორის ურთიერთობაზე.
„არცერთ კრიტერიუმს კომპენსაციის გაცემის ნაზღაიძის ნაკვეთი არ აკმოყილებდა, მითუმეტეს, 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიის დროს, ამ ნაკვეთის სრულად მესაკუთრე იყო საქართველოს ბანკი და არანაირი სამარეთლებრივი უფლება, მათ შორის გამოსყიდვის უფლება ნაზღაიძეს ამ ნაკვეთზე არ გააჩნდა. ანუ ისე, რომ სტიქიის დროს დაზარალდა საქართველოს ბანკი, რომელიც რა თქმა უნდა, არანაირ კომპენსაციას არ იმსახურებდა, კომპენსაცია მილიონის სახით გადახდილ იქნა ნაზღაიძისთვის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკვეთი მოსამართლის ოჯახის წევრთან იყო კავშირში. აბესაძის განცხადებით, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება, რამდენად იყო კავშირში ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადარიცხვა რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან.
ავტორი: ანა წერეთელი.