მამუკა ახვლედიანის თქმით, 2013 წელს მას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამზადებული ორი სარჩელი წააკითხეს და აზრი კითხეს ამ სამოქალაქო დავების შესაძლო შედეგთან დაკავშირებით. სკანდალური განცხადება საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.
მამუკა ახვლედიანი ადასტურებს, რომ ისინი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები იყვნენ. ეს სარჩელები სასამართლოში აღარ შევიდა. ახვლედიანი ვარაუდობს, რომ ამ ერთიანი სქემის ხელმძღვანელმა არჩევანი ქიბარ ხალვაშზე გააკეთა.
რუსთავი 2-ის იურისტებისთვის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი გახდა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატებისთვის ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მმართველი გუნდი ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მთავრობაში მოსვლისთანავე ემზადებოდა.
მამუკა ახვლედიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების ჩართულობას შორის კავშირს ვერ ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებენ ოპოზიციაშიც. პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები სასამართლოზე მიმდინარე ზეწოლაზე საუბრობენ.
ავტორი: ეკა გაგუა.