19 ნოემბერი 2024,   04:52
ვრცლად
"რუსთავი 2" არის განსხვავებული აზრის მატარებელი ერთადერთი ტელევიზია - მამუკა გამყრელიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ქვეყანაში დიქტატურის დამყარების თავიდან აცილების საშუალებად სახავს.

საკოორდინაციო საბჭოს შექმნის მიზანს ამ ეტაპზე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს და მის მიზანს თავისუფალ მედიაზე სახელისუფლებო შეტევების მოგერიება წარმოადგენს.

„ჩვენთვის აუცილებელია დავიცვათ არა მარტო რუსთავი 2, არამედ უპირველეს ყოვლისა და უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი მაუწყებელთან შექმნილი სიტუაციის ასე ვთქვათ დაცვა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი არხი ეს არის ყველა ჩვენი მოქალაქის არხი, ყველა ჩვენ ვიხდით ფულს ამ ორგანიზაციაში და ასეთი კასტრირება, როდესაც 11 თვით ხდება გაჩერება ტელეარხის, სრულიად მიუღებელია,“ - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში 8 პოლიტიკური პარტიაა ჩართული, სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ერთად. გამყრელიძის განმარტებით, სხვა პოლიტიკურ პარტიებთანაც მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ასეთი შეტევის განხორციელება, როდესაც რუსთავი 2 არის განსხვავებული აზრის მატარებელი ერთადერთი ტელევიზია, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთადერთი ასეთი ტელევიზიაა, არ შეიძლება მისი სხვა ხელში გადაცემა და ჩვენ ყველა დავიცავთ ყველა შესაძლებელი ხერხით, კანონიერით ცხადია,“ - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ხვალ 14:00 საათიდან მეტრო რუსთაველთან შეიკრიბებიან და თავისუფალი მედიის დასაცავად მსვლელობა უზენაესი სასამართლოსკენ გაემართება.

დღის ამბები