ბრძოლა სიტყვის თავისუფლების დასაცავად - 8 პოლიტიკური პარტია დღეს ქუჩაში გააპროტესტებს რუსთავი 2-ზე ხელისუფლების ზეწოლას და მის გარშემო მიმდინარე პროცესებს.
მსვლელობა რუსთაველის მეტროდან 2 საათისთვის დაიწყება და უზენაეს სასამართლოსთან დასრულდება.
„ეს უნდა იყოს ფართო ჰორიზონტალური ფრონტი ამ რეჟიმის წინააღმდეგ,“- აცხადებს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი.
8 პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის ინიციატივით შეიქმნა, პერმანენტული აქციების გამართვასაც გეგმავს იმ შემთხვევაში, თუ უზენაესმა სასმართლომ არაობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანა.
საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით პოლიტიკურ სუბიექტებს მოძრაობამ ახალი ერთობა საქართველოსთვის მიმართა. მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ხელსუფლება რუსთავი 2-ზე ზეწოლას მიზანმიმართულად ახორციელებს. მათი შეფასებით, საქართველოში სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია.
„თუ არ იქნება თავისუფალი სიტყვა, არ გვექნება სახელმწიფო,“- განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.