19 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
"პროკურატურას აქვს პოლიტიკური დავალება" - ირაკლი აბესაძე ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონის გადაცემის საქმეზე

ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე ნატა ნაზღაიაძეს ოჯახისთვის მერიის მერ მილიონიანი კომპენსაციის გადაცემის ფაქტზე პროკურატურას გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია. თუმცა, ნაზღაიძის ძმა კურიერთან ადასტურებს, რომ ის პროკურატურაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.

უცნობია, მივა თუ არა გამოკითხვაზე თავად მოსამართლე ნაზღაიძე და საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი ჩოხელი, რომლისთვისაც ნაზღაიძის ძმის მხრიდან მიწის გადაფორმების პროცესი უკვე დაწყებულია.

ინფრომაცია ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ დოკუმენტიდან, რომელიც ფრაქცია ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის წევრმა, ირაკლი აბესაძემ გაასაჯაროვა. ის დღეს პროკურაში გამოკითხვაზე სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ირაკლი აბესაძემ, გამოკითხვის დეტალებზე რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„პროკურატურას აქვს პოლიტიკური დავალება და დღეს კითხვებიც იყო შესაბამისად დასმული, რომ რამენაირად საქმეს ჩამოშორდეს ნაზღაიძის გვარი, რამენაირად საქმიდან ავაშოროთ მოსამართლის თემა,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ის აღნიშნავს, რომ მილიონიანი დანაშაულებრივი ქმედების გამო, თბილისის მერიის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ირაკლი აბესაძე ხაზგასმით ამბობს, რომ თბილისის მერი, დავითა ნარმანია პროკურატურამ აუცილებლად უნდა დაკითხოს, რადგან ვალდებულია დანაშაულის ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.

განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც სამართალდამცველი უწყება ოპოზიციურად განწყობილი პირების მიმართ, დაუდასტურებელი ინფორმაციის საფუძველზე სასწრაფო გამოძიებას იწყებს.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს პრკურატურა თბილისის ქონების დასაცავად არაფერს აკეთებს. დეპუტატის აზრით, პროკურატურას პირდაპირ დავალება აქვს, რომ საქმიდან მოსამართლის სახელი ამოიღოს.

„მათ იციან, რომ უნდა განაცხადონ, რომ აქ ნაზღაიძე არაფერ შუაში არ არის და აქ გარკვეულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მე მგონია, ეს ძალიან გაუჭირდებათ იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც საქმეში არის,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები