19 ნოემბერი 2024,   04:47
ვრცლად
ბატონმა პაატამ ყველაფერს ფარდა ახადა - თამთა მურადაშვილი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებას ეხმაურება

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული განცხადებით დასტურდება, რომ სპეციალურად ხდებოდა მოსამართლეების დისკრედიტაცია.

“ფარდა ახადა ბატონმა პაატამ ყველაფერს, სრულ უნისონშია მისი განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების და სამართალდამცავი ორგანოების მიერ გატარებულ ღონისძიებებთან. ნათლად დასტურდება, რომ ეს ზეწოლა მოსამართლეებზე, ის, რომ ისინი ვერ მოინადირეს, რომ რუსთავი 2-ის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიეღოთ და მათ დისკრედიტაციას ჰქონდა ადგილი. მიუთითებს იმას, რომ ეს ხდებოდა სპეციალურად იმისათვის, რომ ეს მოსამართლეები ჩამოეცილებინათ ჩვენი საქმიდან,“ - განაცხადა მურადაშვილმა.

დღის ამბები