19 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
9 არასამთავრობო ორგანიზაცია "რუსთავი 2"-ის საქმეზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს  

9 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება რუსთავი 2-ის საქმეზე. არასამთავრობოებს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები აქვთ.

ისინი იუსტიციის საბჭოს, პროკურატურასა და თბილისის მერიას მიმართავენ და კითხვებზე პასუხს ითხოვენ.

არასამთავრობოების განცხადებას შეფასებები მოჰყვა პარლამენტში.

“არასამთავრობოების მიერ ამ საკითხებზე კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება და მოწოდება, რომ პროკურატურამ როგორც ერთი, ისე მეორე შემთხვევა ობიექტურად გამოიძიოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის თქმით, არასამთავრობოების გააქტიურება დროულია.

“ხელისუფლება თავს არიდებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას. კარგი და დროულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყონ აქტიური ზეწოლა ხელისუფლებაზე იმისთვის, რომ ეს შეიცვალოს,“ - აღნიშნა სამადაშვილმა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას თქმით, ისინი მხარს უჭერენ მეტ გამჭვირვალობას.

“გარკვეული პასუხის გაცემა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია და მხოლოდ ვუერთდებით ჩვენ ყველას, ვისაც უნდა მეტი გარკვეულობა და მეტი გამჭვირვალობა იმისთვის, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის აღარ დარჩეს ადგილი,“ - განაცხადა კაკულიამ.

 

 

დღის ამბები