19 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ნაზღაიძისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არა ერთი კანონდარღვევა განხორციელდა - დიმიტრი საძაგლიშვილი

"ძალიან ცუდია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში არ არის კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ წარმოადგინეს ის დასკვნა, რაც დადებულ იქნა,“- ამის შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის იურისტმა არასამთავრობოების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით კანონდარღვევა მოხდა.

„მიგვაჩნია, რომ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ნაზღაიძისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით არა ერთი კანონდარღვევა განხორციელდა,“- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტის თქმით, აუცილებელია, რომ საქმეზე უნდა იყოს გამოძიება დაწყებული, თუმცა დღემდე პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გარდა ამისა, საკრებულოს უმრავლესობა და მერიის წარმომადგენლები მოსამართლის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებასთან დაკავშირებით მათ მიმართ გაჩენილ კითხვებს არ პასუხობენ.

 

დღის ამბები