19 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
არასამთავრობოთა განცხადება ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხს პირდაპირი კავშირი აქვს ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობასთან - სალომე სამადაშვილი

„ეს განცხადება, პირველ რიგში, ადასტურებს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საკითხს პირდაპირი კავშირი აქვს ამ ტელევიზიის დამოუკიდებლობასა და მისი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობასთან,"- ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა არასამთავრობოების მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

სალომე სამადაშვილის თქმით, რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაკარგვა პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს მედიაპლურალიზმზე.

"ამავე დროს განცხადება ადასტურებს იმას, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის დაკარგვა პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს მედიაპლურალიზმზე და დემოკრატიულ გარემოზე. ეს განცხადება ადასტურებს, რასაც ჩვენ ვამბობთ დიდი ხანია, რომ არცერთ შეკითხვაზე ხელისუფლება პასუხს არ გვცემს, რაც ამ საქმის მიმდინარეობის პროცესში გაჩნდა, მათ შორის მოსამართლეებზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებზე,"- აღნიშნა სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, არასამთავრობოების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ბიძგი უნდა მისცეს, რომ შეკითხვებზე პასუხი გასცეს. 

"არასამთვრობოების ორგანიზაციების განცხადება გარკვეულწილად ბიძგი უნდა იყო იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოტივაცია გაუჩნდეს, რომ იმოქმედოს კანონის და საზოგადოებრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე და პასუხი გასცეს შეკითხვებს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები