რუსთავი 2-ის იურისტებისთვის დღეს გახდა ცნობილი, რომ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა იმ 3 მოსამართლის აცილება, რომლებმაც გადასცეს საქმე განსახილველად დიდ პალატას. ეს მოსამართლეები არიან ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, კოლეგიის წევრებმა დიდ პალატას განუსაზღვრეს, თუ რა საკითხებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება საქმის განხილვისას.
„ასეთი რამე, როგორც წესი, არ მომხდარა არასოდეს, როდესაც დიდ პალატას გადაეცემოდა საქმე განსახილველად, ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის მნიშნელოვანი პრობლემა. ამაზე უნდა იმსჯელოს დიდმა პალატამ, პრობლემა არის ასე დაყენებული. ამ შემთხვევაში, თუ წავიდა დეტალიზაციაში, ეს პალატა 3-კაციანი შემადგენლობის, სადაც, გარკვეულწილად, რაღაც საზღვრებით ასახავს, რომელშიც, ასე ვთქვათ, უნდა მოექცეს თითქოს დიდი პალატის მსჯელობა და დიდი პალატა ნამდვილად არ არის შეზღუდული,“ - განაცხადა პაატა სალიამ.
შეგახსენებთ, რომ უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვა 2 მარტს დანიშნა.