19 ნოემბერი 2024,   04:37
ვრცლად
"პროცესი არ არის დაცლილი ხელისუფლების ინტერესისგან მოახდინოს "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება" - მშვენიერაძე

პროცესი არ არის დაცლილი ხელისუფლების ინტერესისგან მოახდინოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება - ამ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე აკეთებს.

გიორგი მშვენიერაძე უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2-ის საქმე 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება.

უფლებადამცველი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი, აირჩევს თუ არა ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების გზას.

მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ორ დღეში მთლიანად დასრულდეს.

„პროცესი არ არის დაცლილი ხელისუფლების ინტერესისგან მოახდინოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის კორექტირება, რაც სხვას არაფერს ნიშნავს გარდა იმისა, რომ რუსთავი 2 გააჩუმონ. შესაძლებელია, სასამართლომ ერთ სხდომაში დაასრულოს საქმის განხილვა, ამიტომ ამ პროცესზე მიღებული გადაწყვეტილება იქნება საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის, რომელი გზით წავა სახელმწიფო, დარჩება ის ფორმალურ სამართლებრივ ფარგლებში დემოკრატიის რელსებზე თუ ის გადაუხვევს ამ რელსებს და წავალთ იზოლაციის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გზით,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეში ხელისუფლების დაინტერესებაზე ამახვილებენ ყურადღებას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც. არასამთავრობო ორგანიზაციაში აქცენტს კოლეგიის შემადგენლობაზე აკეთებენ.

„იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქალბატონი თოდუა წარსულში იყო ამ ხელისუფლების ერთ-ერთ დამფინანსებელი, შესაძლებელია უფრო მაღალი სტანდარტი ყოფილიყო გამოჩენილი და მისი აცილება მომხდარიყო,“ - აცხადებს გიორგი ბერაია.

დღის ამბები