19 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
"მე არ ვარ ქიბარ ხალვაში, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას"-სალია დვალის განცხადებებს ეხმაურება

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ტელევიზია არა ქიბარ ხალვაშმა, არამედ მისმა შემქმნელებმა უნდა დაიბრუნონ.

როგორც კურიერთან სატელეფონო საუბრისას სალია განმარტავს, ის აქიმიძე, დვალასა და ხალვაშს შორის შემდგარი შეთანხმების დეტალებს  არ იცნობს, თუმცა იცის, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მხარეებს შორის შეთანხმება არსებობს და სავარაუდოდ სალიას თქმით, მასში არაფერი შეცვლილა.

„ქიბარ ხალვაშთან გუშინ, გუშინ წინ ამ თემაზე საუბარი არ მქონია. ჩემთვის არ არის ცნობილი რამე შეიცვალა თუ არა. მე ვფიქრობ, რომ არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ მე არ ვარ ქიბარ ხალვაში, მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას ასეთ ტიპის საკითხებზე, შესაბამისად თეორიულად გამორიცხული არაფერი არ არის. თეორიულად არც ის არის გამორიცხული ძალაში იყოს ან არ იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ,  მე არ ვიცი. მე არ ვიყავი შეთანხმების  მონაწილე მხარე, ეს არ ეხება იმ სასამართლო პროცესს, სადაც მე უშუალოდ ვმონაწილეობ როგორც წარმომადგენელი ქიბარ ხალვაშის, მაგრამ მან ეს მათთან შეათანხმა და შესაბამისად ალბათ სჯობს რომ შეთანხმების მხარეებთან გაარკვიონ,“-განაცხადა პაატა სალიამ.

დღის ამბები