19 ნოემბერი 2024,   03:31
ვრცლად
მნიშვნელოვანია მოსამართლეებმა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება-მედია ექსპერტები "რუსთავი2"-ის საქმეზე საუბრობენ

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს მიერ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვთ მედია ექსპერტებს.

მათთვის ზეპირი მოსმენის გარეშე დანიშნული სასამართლო პროცესი მსგავსი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე მიუღებელია.

მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი აცხადებს, რომ აუცილებელია კონკრეტულ საკითხზე გამონაკლისი დაშვებულიყო და სასამართლო პროცესი მხარეთა არგუმენტების მოსმენით გამართულიყო.

„მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა გააცნობიერონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რადგან ეს არ არის ერთი ტელეკომპანიის საქმე მხოლოდ. ეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ნორმალურ კალაპოტში განვითარებას,“-განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

მიუხედავად ამისა მედია ექსპერტები მაინც იმედოვნებენ, რომ დიდ პალატაში იქნებიან მოსამართლეები, რომლებიც  ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„მოლოდინი მთელი იმ სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად, რომლის მომსწრენიც ჩვენ აქამდე ვართ, არ მაქვს იმედიანი. თუმცა შეიძლება აღმოჩნდეს ამ სასამართლო კოლეგიაში 5 წესიერი, პატიოსანი, პროფესიონალი მოსამართლე, რომელმაც შეძლოს გაუძლოს ხელისუფლების ზეწოლას და რომელიც შეძლებს დაამტკიცოს, რომ სწორედ ინდივიდუალური გადაწყვეტილებებით შეიძლება სწორი გადაწყვეტილების მიღება,“-აცხადებს ნინო დანელია.

დღის ამბები