19 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
მათი კომენტარი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი - დავით ბაქრაძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს

„არავის არ გვქონდა იმის იმედი, რომ უზენაესი სასამრთლო მართლა იმსჯელებდა და სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა,“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე, უზენაესი სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი2-ის გადაცემას.

„ეს არის ძალიან მძიმე შედეგი არამარტო იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, ქართული სასამართლო სისტემა მთლიანად კონტროლდება ქვეყანაში ოლიგარქის მხრიდან და ხელისუფლების მხრიდან, არამედ დღეს საერთოდ გატყდა ბოლო იმედი იმისა, რომ მაინც ღირსეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული ამ ხელისუფლების და ამ სასამართლოს პირობებში,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩევანის ეთერში ის აკრიტიკებს უმრავლესობის დამოკიდებულებას.

„ყველა მათი მოქმედება და ყველა მათი კომენტარი მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც თავისი წონით და ღირებულებებით ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებოდა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ბრძოლა და გამოწვევა მხოლოდ რუსთავი2-ის კი არა, საზოგადოების გამოწვევაცაა. 

დღის ამბები